ინფორმაცია საქართველოში დეპორტაციის შესახებ
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს და 11 ოქტომბერს ლაიფციგის/ჰალეს აეროპორტიდან განხორციელდა საქართველოში კოლექტიური დეპორტაცია. დეპორტირებულთა უმრავლესობა საქსონიიდან იყო.
2018 წლის ივნისში მოხდა საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრ როლანდ ვიოლერსა და საქართველოს ელჩს ელგუჯა ხოკრიშვილს შორის შეხვედრა. ისინი შეთანხმდნენ დეპორტაციის საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, რისი შედეგიც სახეზეა.
სავარაუდოდ მოსალოდნელია შემდგომი ჯგუფური დეპორტაციები. მაგალითად, ავღანეთში დეპორტაციისგან განსხვავებით, აღნიშნულ შემთხვევებში არა მხოლოდ მარტოხელა მამაკაცები დაზარალდნენ. საქართველოში დეპორტირებულებს შორის იყვნენ ასევე ოჯახებიც.
დეპორტაცია არ ეხებათ:
– აღიარებულ ლტოლვილებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ თავშესაფრის უფლება
– სუბსიდიური დაცვის მქონე პირებს
– პირებს, რომლებსაც ეხებათ დეპორტაციის აკრძალვა
– მათ, ვისაც აქვთ მიმდინარე თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურა (ბინადრობის ნებართვით)
– მათ ვისაც გასაჩივრებული აქვთ მარტივი უარყოფითი გადაწყვეტილება (აშკარად დაუსაბუთებელი უარის შემთხვევაში დეპორტაციის შეფერხების ეფექტი არ მოქმედებს!)
– საგანმანათლებლო მიზნით დეპორტაციის დროებითი შეჩერების (გერმ. „დულდუნგის“) მქონე ადამიანებს
– სხვა ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს. მაგალითად, გრძელვადიანი ინტეგრაციის ან განსაკუთრებით მძიმე შემთხვების განმხილველი კომისიის (Härtefallkommission) გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული ბინადრობის ნებართვების მფლობელები.
დეპორტაცია შესაძლოა პოტენციურად შეეხოს:
– მაშინაც კი, თუ პირი აქ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს: იმ მომენტიდან როდესაც ის ვალდებული ხდება დატოვოს ქვეყანა ან მასზე დეპორტაციის დროებითი შეჩერება (ე.წ. დულდუნგი) გაიცემა, ასეთი პირის დეპორტაცია შესაძლებელია. ამ შემთხვევებში მიმართეთ თავშესაფრის საკონსულტაციო ცენტრს!
საკონტაქტო ინფორმაცია: https://www.saechsischer-fluechtlingsrat.de/de/lokale-asylberatungsstellen
(Deutsch und Englisch)
– პირებმა რომლებიც ვალდებულნი არიან დატოვონ ქვეყანა. ანუ, თავშესაფრის განაცხადი უარყოფილია და ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრებული საქმე აღარ მიმდინარეობს.
ასევე იმ შეთხვევაში თუ ეჭვობთ ან არ ხართ დარწმუნებული თუ რომელ დოკუმენტს ფლობთ, დეპორტაციის დროებითი შეჩერება ე.წ. დულდუნგს ან „ფანტაზია ქაღალდს“ „Fantasiepapier“, დროებით საცხოვრებელ მოწმობას დოკუმენტების გარეშე“, ან თუნდაც საზღვრის გადაკვეთის მოწმობას ან ცენტრალური განსახლების ფორმულარს.
რა შესაძლებლობები არსებობს უარყოფითად გადაწყვეტილ თავშესაფრის განაცხადის შემთხვევაში?
§ 25 a ბინადრობის შესახებ კანონი
მოთხოვნები
• გერმანიაში ოთხი წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრება,
• ამ ოთხი წლის განმავლობაში სკოლაში სიარული ან სასკოლო ან პროფესიული კვალიფიკაციის მიღება,
• განაცხადი გაკეთებული უნდა იყოს 21 წლამდე
• თუ „აშკარაა, რომ იგი მისი განათლებისა და დამოკიდებულებების საფუძველზე ჩაჯდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ გარემოში და დამოკიდებულებებში“.
• გარდა ამისა, არ უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ იგი თავისუფალ და დემოკრატიულ ძირითად წესრიგს არ აღიარებს.
§ 25 b ბინადრობის შესახებ კანონი
მოთხოვნები
• უწყვეტი რვაწლიანი ცხოვრება გერმანიაში, იმ შემთხვევაში თუ ოჯახში ცხოვრობს არასრულწლოვანი ბავშვი, ეს ვადა ექვს წელიწადს შეადგენს.
• საცხოვრებელი სარჩო უმეტესად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ან მოსალოდნელი უნდა იყოს მომავალში მისი უზრუნველყოფა მანამდე არსებული სასკოლო, პროფესიული მომზადების, შემოსავლის და ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე.
• გერმანული ენის ცოდნა უნდა იყოს მინიმუმ A2-ის დონეზე,
• ოჯახში სასკოლო ასაკის ბავშვების ყოლის შემთხვევაში უნდა დადასტურდეს მათი ფაქტობრივად სკოლაში სიარული.
• გარდა ამისა, პირი უნდა აღიარებდეს თავისუფალ და დემოკრატიულ ძირითად წყობას (განსხვავებით მუხლი 25a – სგან!) უნდა ფლობდეს ცოდნას სამართლებრივი და სოციალური სისტემის, ასევე ფედერალურ ტერიტორიაზე ცხოვრების და დამოკიდებულებების შესახებ.
§ 25 (5) ბინადრობის შესახებ კანონი
თუ დეპორტაციის ფაქტობრივი ან სამართლებრივი შემაფერხებელი გარემოებები არსებობს და ისინი განჭვრეტად დროში/ უახლოეს მომავალში არ შეიძლება აღმოიფხვრას, შესაძლებელია პირს ბინადრობის ნებართვა მიენიჭოს. ამ მიზნის მისაღწევად არ უნდა არსებობდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დეპორტაციის შემაფერხებელი ბარიერი. მაგალითად, თუ პასპორტი მისაღებად ლოდინის დრო განუსაზღვრელად ხანგრძლივია, მაშინ არაპროგნოზირებადობის პირობა შესრულებულია.
თუ დეპორტაცია 18 თვე შეჩერებულია, შეიძლება გაიცეს ბინადრობის ნებარვა. მაგრამ უცხოელების საქმეთა უწყებამ (Ausländerbehörde) ქვეყნის არ დატოვების ფაქტში რაიმე ბრალი არ უნდა დაინახოს. ამას ის იმ შეთხვევაში გააკეთებს, თუ იგი მიიჩნევს, რომ პირმა ყალბი მონაცემები მიაწოდა მისი იდენტობის და ეროვნების შესახებ, ან დეპორტაციის ბარიერები მისი მხრიდან არ იქნა აღმოფხვრილი მიუხედავად იმისა, რომ ეს გონივრული იქნებოდა.
ყურადღება: ამ კონტექსტში მოგზაურობის უუნარობა მნიშვნელოვანი საკითხია. თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მიმართეთ ერთ-ერთ ადგილობრივ თავშესაფრის საკონსულტაციო ცენტრს. იქ მოხდება ჯანდაცვის უწყების მიერ სამედიცინო შემოწმება, მგზავრობის შეუძლებლობის დასადგენად.
განათლების მოტოვით დეპორტაციის შეფერხება
თუ თქვენ უკვე სწავლობთ, შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი ყოფნა განათლების საშუალებით! ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოთ დეპორტირებული. ისევ და ისევ, თუ განათლების მიღებისაკენ მიისწრაფვით: გაიარეთ სამართლებრივი კონსულტაცია. მნიშვნელოვანია, დროულად გააკეთოთ განაცხადი, ყველა დოკუმენტი მოიძიოთ და უცხოელების საქმეთა უწყებას (Ausländerbehörde) არ მისცეთ მიზეზი, რომ უარყოს განცხადება სავარაუდოდ, თანამშრომლობის არარსებობის საფუძველზე. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ღირდეს დეპორტაციის დროებითი შეჩერების „დულდუნგის“ მოთხოვნა, რათა გადაიფაროს სწავლის დაწყებამდე დარჩენილი პერიოდი.
მძიმე შემთხვების განმხილველი კომისია (Härtefallkommission)
განაცხადის გაკეთება ხდება კომისიის ერთ-ერთი წევრის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს მიმდინარე გასაჩივრების პროცესი ან/და ბინადრობის ნებართვა. ზოგადად, ბინადრობის უზრუნველყოფის ყველა საშუალება უნდა იყოს ამოწურული. კომისია არ განიხილავს იმ მიზეზებს, რომლებიც უკვე განიხილეს უფლებამოსილმა უწყებამ ან სასამართლომ. მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა ინტეგრაციის დადასტურება. მნიშვნელობა ენიჭება ენობრივ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ინტეგრაციას.
დამატებითი ინფორმაცია:
https://www.saechsischerfluechtlingsrat.de/de/projekte/haertefallkommission/
(Deutsch und Englisch)
(გერმანულად და ინგლისურად)
დამატებითი ინფორმაცია, ასევე სამედიცინო დასკვნის შესახებ, საქსონიის მიწის ლტოლვილთა საბჭოს ვებ გვერდზეა განთავსებული:
https://www.saechsischer-fluechtlingsrat.de/de/service/material/rechtliche-hinweise-wann-finden-abschiebungen-statt-und-welche-schritte-koennen-sie-verhindern/
(Deutsch und Englisch)
////
Hinweise zu Abschiebungen nach Georgien
Am 11. September und dem 11. Oktober wurden ab dem Flughafen Leipzig/ Halle jeweils eine Sammelabschiebung nach Georgien durchgeführt. Die Mehrzahl der Abgeschobenen kam aus Sachsen.
Bereits im Juni 2018 trafen sich der sächsische Innenminister Roland Wöller und der georgische Botschafter in Deutschland Elguja Khokrishvili. Sie vereinbarten, bei Abschiebungen enger zu kooperieren. Das Ergebnis zeigt sich nun.
Es ist davon auszugehen, dass es weitere Sammelabschiebungen geben wird. Anders als beispielsweise bei Abschiebungen nach Afghanistan sind nicht ausschließlich alleinstehende Männer betroffen. Auch Familien wurden nach Georgien abgeschoben.
NICHT betroffen sind:
Anerkannte Geflüchtete, Asylberechtigte
subsidiär Schutzberechtigte
Menschen mit Abschiebungsverbot
Menschen im laufenden Asylverfahren (mit Aufenthaltsgestattung)
Menschen mit laufenden Klageverfahren bei einfacher Ablehnung (bei offensichtlich unbegründeter Ablehnung KEINE aufschiebende Wirkung!)
Personen mit Ausbildungsduldung
Personen mit weiteren Aufenthaltstiteln zum Beispiel auf Grund von nachhaltiger Integration oder wegen einer Entscheidung der Härtefallkommission
Potentiell betroffen sind:
Auch wenn Sie lang hier leben: sofern sie vollziehbar ausreisepflichtig und gegebenenfalls geduldet sind, ist es denkbar, dass eine Abschiebung erfolgen kann. Suchen Sie für diesen Fall eine Asylberatungsstelle auf! Überblick und Kontaktdaten hier: https://www.saechsischer-fluechtlingsrat.de/de/lokale-asylberatungsstellen/
(Deutsch und Englisch)
Vollziehbar ausreisepflichtige Menschen. Das heißt, der Asylantrag ist abgelehnt und es ist keine Klage am Verwaltungsgericht mehr offen.
→ Im Zweifel besitzen Sie eine Duldung oder ein sogenanntes „Fantasiepapier“, offiziell, eine „Bescheinigung über den vorübergehenden Aufenthalt ohne Dokumente“ oder auch eine Grenzübertrittsbescheinigung oder einen Zentralen Unterkunftsbogen
Welche Möglichkeiten gibt es bei einem negativ beschiedenen Asylantrag?
§ 25a Aufenthaltsgesetz
Voraussetzungen sind
ein ununterbrochener, vierjähriger Aufenthalt in Deutschland,
der Besuch einer Schule oder der Erwerb eines Schul- oder Berufsabschlusses in diesen vier Jahren,
die Antragstellung vor Vollendung des 21. Lebensjahres und
wenn „es gewährleistet erscheint, dass er sich auf Grund seiner bisherigen Ausbildung und Lebensverhältnisse in die Lebensverhältnisse der Bundesrepublik Deutschland einfügen kann.“
Außerdem sollten keine Anhaltspunkte dafür bestehen, dass er*sie sich nicht zur freiheitlich-demokratischen Grundordnung bekennt.
§ 25b Aufenthaltsgesetz
Die Voraussetzungen hier sind
ein ununterbrochener achtjähriger Aufenthalt in Deutschland, lebt ein minderjähriges Kind in der häuslichen Gemeinschaft, genügen sechs Jahre.
Der Lebensunterhalt sollte überwiegend gesichert sein oder es auf Grund der bisherigen Schul-, Ausbildungs-, Einkommens- und familiären Lebenssituation zu erwarten sein, dass dies in der Zukunft erfolgen kann.
Deutschkenntnisse sollten mindestens auf A2-Niveau vorhanden sein,
sollten Kinder im schulpflichtigen Alter in der Familie leben, muss der tatsächliche Schulbesuch nachgewiesen werden.
Außerdem muss der*die Betroffene sich diesmal zur freiheitlich demokratischen Grundordnung bekennen (Unterschied zu §25a!) und über Grundkenntnisse der Rechts- und Gesellschaftsordnung und der Lebensverhältnisse im Bundesgebiet verfügen.
§ 25 Abs. 5 Aufenthaltsgesetz
Wenn tatsächliche oder rechtliche Abschiebehindernisse bestehen und diese auf absehbare Zeit auch nicht entfallen werden, kann eine Aufenthaltserlaubnis erteilt werden. Hierfür dürfen keine Erkenntnisse bestehen, wie lange das Ausreisehindernis noch bestehen wird. Wenn zum Beispiel die Wartezeit bei der Passbeschaffung erwartungsgemäß unbestimmbar lang ist, ist die Voraussetzung für Unabsehbarkeit bereits erfüllt.
Wenn die Abschiebung seit 18 Monaten ausgesetzt ist, kann eine Aufenthaltserlaubnis erteilt werden. Dafür darf die Ausländerbehörde aber kein Verschulden an der nicht erfolgten Ausreise erkennen. Das wird sie dann tun, wenn sie davon ausgeht, dass die betroffene Person falsche Angaben gemacht hat, über ihre Identität oder Staatsangehörigkeit getäuscht hat oder Ausreisehindernisse nicht von sich aus beseitigt hat obwohl es zumutbar gewesen wäre.
ACHTUNG: In diesem Zusammenhang ist die Reiseunfähigkeit ein wichtiger Sachverhalt. Sollten bei Ihnen also gesundheitliche Beeinträchtigungen vorliegen, suchen Sie eine der lokalen Asylberatungsstellen auf. Dort kann eine Prüfung auf Reiseunfähigkeit durch das Gesundheitsamt mit Ihnen angestrebt werden.
Ausbildungsduldung
Wenn Sie sich bereits in einer Ausbildung befinden, sichern Sie Ihren Aufenthalt mittels der Ausbildungsduldung ab! Hier können Sie nicht abgeschoben werden. Auch hier gilt, vor allem, wenn Sie erst eine Ausbildung anstreben: lassen Sie sich rechtlich beraten. Wichtig ist zunächst, frühzeitig einen Antrag zu stellen, alle Dokumente zu beschaffen und der Ausländerbehörde keinen Anlass geben, den Antrag wegen vorgeblich ausbleibender Mitwirkung abzulehnen. Gegebenenfalls lohnt ein Antrag auf eine Duldung nach Ermessen, um den Zeitraum bis zum Ausbildungsbeginn zu überbrücken.
Härtefallkommission
Die Antragstellung erfolgt über eines der Mitglieder der Härtefallkommission. Wichtig ist, dass keinerlei Rechtsmittel und/ oder Anträge auf Aufenthaltstitel anhängig sind. Generell sollten alle Möglichkeiten eines gesicherten Aufenthalts ausgeschöpft sein. Die Härtefallkommission beschäftigt sich nicht mit Gründen, die bereits durch eine Behörde oder ein Gericht geprüft worden sind. Von Relevanz sind in erster Linie nachgewiesene Integrationsleistungen. Wert gelegt wird auf die sprachliche, wirtschaftliche, soziale und kulturelle Integration. Mehr Infos: https://www.saechsischer-fluechtlingsrat.de/de/projekte/haertefallkommission/ (Deutsch und Englisch)
WEITERE HINWEISE, AUCH ZU MEDIZINISCHEN GUTACHTEN, HAT DER SÄCHSISCHE FLÜCHTLINGSRAT AUF SEINER WEBSITE ZUSAMMENGESTELLT: https://www.saechsischer-fluechtlingsrat.de/de/service/material/rechtliche-hinweise-wann-finden-abschiebungen-statt-und-welche-schritte-koennen-sie-verhindern/
(Deutsch und Englisch)